რაზე მიუთითებს აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, პარტიების შეფასებისა და ტელევიზიის როლის შესახებ, საუბრბს ექსპერტი, პოლიტოლოგი გელა ვასაძე.
IRI-ის კვლევებიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს. თუმცა, საკმარისია თუ არა 33%?
– დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი გამოკითხვა- საკმაოდ პირობითი რამ არის. პირველი საკითხი- შეიძლება თუ არა მათი ნდობა. აქ პასუხი ცალსახაა, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ნდობა, როგორიცაა IRI, NDI და Radisson Research, ნამდვილად შეიძლება. სხვა საქმეა, რომ აუცილებელია მათი წაკითხვა შეგვეძლოთ. რას ნიშნავს “ოცნების” 33% მხარდაჭერა? ეს მმართველი პარტიისთვის კარგია თუ ცუდი? ერთის მხრივ ძალიან კარგია, რადგან უახლოესი კონკურენტების- “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, ორმაგი უპირატესობა აქვთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სულ რაღაც 33%-ია, რომელიც ხელისუფლების ფორმირების საშუალებას არ მისცემს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შედეგი იქნება ასეთი. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ივნისში მმართველი პარტიის რეიტინგი 40% იყო, ეს უკვე დასაფიქრებელია. ერთ თვეში 7%-ით რეიტინგის კლება- მმართველი პარტიისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია.
გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გამოკითხვა ივლისში ჩატარდა, ხოლო პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ახლა იწყებენ. ამიტომ ვერავინ იტყვის, თუ არის ეს საკმარისი არჩევნებში გამარჯვებისათვის. ამ განტოლებაში ბევრი რამ უცნობია, ამასთანავე ეს უცნობები მუდმივად იცვლებიან. დღესდღეობით ერთი რამ არის ნათელი, კერძოდ, COVID-19-თან ბრძოლის დადებითმა შედეგებმა მოსახლეობაში “ოცნების” რეიტინგი საგრძნობლად აწია. მაგრამ ადამიანი მხოლოდ COVID-ით არ ცოცხლობს. გასაგებია, რომ ეს შედეგები ეკონომიკის ნგრევის ფონზე იქნა მიღწეული, და სოციალური შედეგები უკვე ახლა იჩენენ თავს. არჩევნებამდე დარჩენილი არასრული სამი თვის განმავლობაში სოციალური ვითარება აუცილებლად გაუარესდება. გასაგებია, რომ ხელისუფლება სოციალური სფეროს დაფარვას საზღვარგარეთიდან მიღებული კრედიტების ხარჯზე შეეცდება. მათ ამის კეთება უკვე დაიწყეს. მაგრამ ჩნდება კითხვა- თუ ეყოფათ ეს თანხა, და რამდენად ეფექტური იქნება განაწილების სისტემა? ასე, რომ თვალყურს ვადევნებთ.
გამოკითხვიდან გამომდინარე, მმართველი პარტიისათვის კონკურენციის გაწევა ოპოზიციური პარტიებიდან არცერთს არ შეუძლია?
– გამოკითხვა ზუსტად აჩვენებს, რომ ცალ-ცალკე ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ შეძლებს მმართველი პარტიისათვის კონკურენციის გაწევას. მაგრამ სამაგიეროდ ყველას, თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად, აქვს კარგი შესაძლებლობა, ამ არჩევნებზე, აჯობოს მოქმედ ხელისუფლებას და კოალიციური ხელისუფლება ჩამოაყალიბოს. მითუმეტეს, რომ არსებობს საზოგადოების მოთხოვნა, რომლებიც არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად დაიღალნენ “ოცნებისგან”, არამეტ კიდევ ერთი ლიდერი-ბელადი არ სურთ. გარდა ამისა, ჩვენი დასავლეთ პარტნიორები აშკარად გვაგრძნობინებენ იმას, რომ მხარს უჭერენ ამ სცენარს, როგორც საქართველოში დემოკრატიის განვითარებისაკენ ნაბიჯს.
გამოკითხულთა 17%-მა არ იცის, ვის მისცეს ხმა. კიდევ 11%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. თუ ნიშნავს ეს იმას, რომ მოსახლეობის ამდენი პროცენტი უბრალოდ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას?
– რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. რასაკვირველია, ამომრჩეველთა აქტიურობა არჩევნებში არ იქნება ასპროცენტიანი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არჩევნებში, რომლებიც გადამწყვეტად ითვლება, ხოლო ახლანდელი არჩევნები სწორედ ასეთია, ამომრჩეველთა აქტიურობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ. ამასთანავე, რაც უფრო მაღალია ამომრჩეველთა აქტიურობა, მით უკეთესია ოპოზიციისათვის. ეს მარტივად აიხსნება, მთავრობას ადმინისტრაციული რესურსი აქვს, და საკუთარ ამომრჩეველს აუცილებლად მიიყვანს ოლქში. ოპოზიციისათვის ეს უფრო რთული ამოცანაა. ზუსტად იმაში მდგომარეობს ოპოზიციის მთავარი ამოცანა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანში მიიყვანოს. ვინც უფრო ეფექტურად გააკეთებს ამას, ის მიაღწევს წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ ახალ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს ვიხილავთ, რომლებსაც ხელისუფლება უკვე დიდი ხანია იყენებს, ხოლო ოპოზიცია ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების წყალობით, რომლისთვისაც ასე დიდხანს იბრძოდა საზოგადოება, ახლა უკვე პრაქტიკულად ყველა პარტიას, თუნდაც არც ისე დიდს, აძლევს პარლამენტში მოხვედრის საკმაოდ კარგ შანსს. მაგრამ ის, თუ რამდენი პარტია გამოიყენებს ამ შანსს- ღია შეკითხვად რჩება.
რა სარგებელი აქვს იმას, რომ პატარა პარტიები პარლამენტში წარდგენილნი იქნებიან 1-2%-ის შესაბამისობაში? აქვს თუ არა აზრი პარლამენტში ასეთი პარტიების ყოფნას?
– რა თქმა უნდა, აქვს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პარლამენტშია. პოლიტიკა ჩვენს ბნელ დროში- კომერციის ისეთივე საგანია, როგორც სხვა დანარჩენი. ხოლო სხვადასხვა ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები არის დემოკრატია.
IRI– ის კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ქართველები ყველაზე მეტად ენდობიან მთავრობისეულ ტელეარხს “იმედს”. ოპოზიციური ტელეარხები, “მთავარი” და “რუსთავი -2”, მოსახლეობის ნდოობის თვალზაზრისით, პირველს მოსდევენ. რა არის ამის მიზეზი? და როგორ ახდენს ტელევიზია გავლენას პარტიის რეიტინგზე?
ეს შედეგები პოლიტიკური პარტიებისადმი სანდოობის დასტურია. ზოგადად, ტელევიზიის როლი მაინც ძალზე მნიშვნელოვანი რჩება, თუმცა ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა, მაგალითად, გეორგი ვაშაძის ”შექმნის სტრატეგიამ” გარე რეკლამები თითქმის სრულად უარყო, და მთავარი მახვილი სოციალურ ქსელ Facebook- ზე გააკეთა. ის მართალიც არის რადგან მათი ამომრჩეველი ზოგადად ფეისბუქზეა, ამიტომ აღარ ხარჯავენ რესურსებს სხვა რამეზე. საერთოდ, მომავალი არჩევნების ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რაციონალურად და ეფექტურად შეძლებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარი ამომრჩეველის კლასტერის პოვნას და იმუშავებენ მს საარჩევნო უბანში მიყვანაზე. ყველას შეზღუდული რესურსი აქვს, მათაც კი, ვინც ხელისუფლებაშია. ტელევიზია ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ “ოცნებას” და ნაციონალებს მოუწევთ მისი გამოყენება, რადგან საყოველთაო მასშტაბზე სურთ გასვლა. ასეთ პირობებში, შედარებით მცირე პარტიები, რომლებიც კინკრეტულად მუშაობენ, წარმატების მიღწევას შეძლებენ. წინ ბევრი საინტერესო რამ გველის.