მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე ნებას რთავს, დღეის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახურიდან გვაცნობეს, ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ სომხეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამისათვის განსაკუთრებული მიზეზები არსებობს, მაგალითად, იქ ერთ-ერთი მეუღლის ყოფნა ან საქმიანი მგზავრობა. ამ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებში მიმართვა არის აუცილებელი.