ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც აღმოსავლეთი-დასავლეთის საერთაშორისო ტრასის ნაწილია, აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვაცნობებს.
პროექტის ფარგლებში შენდება ოთხზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით და დრენაჟული სისტემით. მონაკვეთზე არის ხუთი გვირაბი და 21 ხიდი, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელები. გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაცია ხაშურს სატრანზიტო მოძრაობისგან მთლიანად გაათავისუფლებს. ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 31 ივლისს იგეგმებოდა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვადები გადაიტანეს- გზა ექსპლუატაიაში ოქტომბერის თვეშ შევა.
“ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთში სატრანსპორტო საშუალებების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, აგვისტოს ბოლოს გაიხსნება 13 კილომეტრიანი მონაკვეთის ოთხზოლიანი გზის 11,5კმ. გზის დანარჩენი 1,5კმ დროებით ორზოლიანი იქნება. მოძრაობის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა დასრულდება ოქტომბერში”,- ნათქვამია შეტყობინებაში.
ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან არსებულ გზას უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენებულია 420 მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი საყრდენი აქვს. ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი გზის ნაწილია, და ორივე მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის უღელტეხილამდე მივა. ამ გზით, ის გადაკვეთს ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. რაც შეეხება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი გზის 6,4კმ სიგრძის მეორე მონაკვეთის მშენებლობას ამ დროისათვის ტენდერის შემოთავაზების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. საბოლოოდ, თუკი დღეს წითელი ხიდიდან (საზღვარი აზერბაიჯანთან) სარფამდე (საზღვარი თურქეთთან აჭარის მხრიდან) გზაზე საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ საკმარისი იქნება 4-4,5 საათი.
აღმოსავლეთ-დასავლეთი ავტომაგისტრალი, ან ევროპის ტრანზიტული გზა Е-60, სიდიდით მეორე ევროპული ტრანზიტული დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ერკეშტამში (ყირღიზეთი). საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოტის პორტთან ახლოს მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
მასალა: “ნოვოსტი გრუზია”-დან