ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში ქუჩების ნათურების დამონტაჟების სამუშაოები დაიწყო, პარალელურად, ასევე ელექტრონული სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა და შეფასება მიმდინარეობს.
განათებას გაიყვანენ შემდეგ სოფლებში: ზაქვი, დაფნია, ერინაჯა, ბავრა, ბეჟანო, ბუზავეთი, თოთხამი, ხულგუმო, აზავრეთი, ბურნაშეთი, მურჯახეთი, ხორენია, აფნია, გოგაშენი, პტენა, ჩამძვრალა, სირკვა, ორჯა და მაჭატია.
სამუშაოების შესრულებაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა სოფლებში: ზაქვი, დაფნია, ერინჯა, ბავრა, ბეჟანო, ხოლო გამარჯვებული გახდა შპს „აქსუს მეტალი“. ხუთი სოფლის განათებისთვის გათვალისწინებულია 47199.7 ლარი.
სოფელ ზაქვში დამონტაჟებული იქნება 13 ნათურა, რაზეც 8711 ლარია გათვალისწინებული. სოფელ დაფნიაში 4823 ლარით 7 ნათურის დამონტაჟება იგეგმება. სოფელ ერინჯაში 2841 ლარით დამონტაჟებული იქნება 4 ფლუორესცენტული ნათურა. სოფელ ბავრაში იგეგმება 18 ნათურის დამონტაჟება 13155 ლარით, ხოლო ბეჟანოში- 13155 ლარით 6 და 12 ნათურა სოფლის სხვადასხვა ქუჩაზე დამონტაჟდება.
სოფელ ბუზავეთში, თოთხამში და ხულგუმოში განათების სამუშაოებს ასევე შპს “აკსუ მეტალი” ახორციელებს, საერთო თანხა 27730 ლარს შეადგენს.
სოფელ ბუზავეთში 8087 ლარით 12 ფლუორესცენტული ნათურა დამონტაჟდება, 12 ნათურა თოთხამში- 8087 ლარით, 12 ნათურა ხულგუმოში- 13326 ლარით. ზემო აღნიშნულ სოფლებში დღის განათების ნათურები “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში დამონტაჟდება.
მთლიანობაში დამონტაჟდება 60 ფლუორესცენტული ნათურა სოფელ აფნიაში, გოგაშენში, პტენასა და ჩამძვრალაში. სოფელ აფნიაში 8472 ლარით დამონტაჟდება 13 ნათურა, 15 ნათურა სოფელ გოგაშენში 10049 ლარით, 15 ნათურა 10049 ლარით სოფელ პტენაში და 17 ნათურა სოფელ ჩამძვრალაში 13107 ლარით.
სოფელ სირკვასათვის, ორჯასა და მაჭატიისათვის გათვალისწინებულია 30680 ლარი. სირკვაში დამონტაჟდება 12 ნათურა 8306.70 ლარით, ორჯაში- 20 ნათურა 13116.10 ლარით, სოფელ მაჭატიაში- 20 ფლუორესცენტული ნათურა 13103.38 ლარით.
ამ სოფლებში განათების გაყვანის სამუშაოებს შპს “აკსუ მეტალი” ახორციელებს.
სოფელ ბურნაშეთის, მურჯახეთისა და ხორენიის ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის მომზადებისა და შეფასების სამუშაოები მიმდინარეობს. საერთო თანხა 26 785 ლარს შეადგენს. ბურნაშეთში დამონტაჟდება 10 ნათურა 6825 ლარით, ხორენიაში- 20 ნათურა 13135 ლარით, მურჯახეთში- 10 ნათურა 6825 ლარით.