ავტომობილების მფლობელებისთვის მანქანების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადავადდა. შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ფინანსთა მინისტრს დღევანდელ სხდომაზე გადასცა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში პროცენტი არ იქნება დარიცხული.
„კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავავადეთ ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ კიდევ გადავდგათ და გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, – განაცხადა გიორგი გახარიამ.