ახალქალაქში, თუ ყველას არა, ბევრს ჰყავს ნათესავები და მეგობრები, როგორც რუსეთში, ასევე სომხეთში. ასევე, ბევრი ადგილობრივი მუშაობს საზღვარგარეთ, ამიტომ საზღვრების ჩაკეტვისა და გამგზავრების შეზღუდვების მიუხედავად, ახალქალაქიდან რუსეთსა და სომხეთში გადაადგილება არ შეწყვეტილა. მიკროავტობუსების მძღოლები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: მოთხოვნა მაღალია, შესაძლებლობები კი შეზღუდული.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 14 მარტიდან საქართველომ სომხეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი დაკეტა, ხოლო 16 მარტს – რუსეთთან. 18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სრულიად აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალათ ქვეყნის დატოვება.

თუმცა, იმ ადამიანებმა, ვისაც ეს სჭირდებოდა, საზღვარს კვეთდნენ, გარკვეული რთული პროცესების გავლის შემდეგ. სირთულეები შეექმნათ სომხეთსა და რუსეთში მიმავალ მძღოლებსაც.

lars
“ზედა ლარსის” სასაზღვრო- გამშვები პუნქტი

ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოს მკვიდრ ლევონ ეპრიკიანს, რამდენიმე წელია მგზავრები რუსეთში გადაჰყავს. სირთულეებზე საუბრისას, ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს იმას, რომ ორ მძღოლს უწევდა მუშაობა იმ პირობებში, როდესაც მგზავრები ცოტა იყო.

Levon Eprikyan n
ლევონ ეპრიკიანი

”კორონავირუსამდე, არანაირი სირთულე არ იყო, ჩვენ მანქანით ვბრუნდებოდით, ჩვეულებისამებრ, თავისუფლად. როგორც კი კოვიდი დაიწყო, საზღვრები მთლიანად დაკეტა,  როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა. საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს მისცეს. შარშან ეს უფრო რთული იყო იმით, რომ მძღოლებს არ ჰქონდათ საზღვრის გადაკვეთის უფლება, ჩვენ მგზავრები საზღვარზე გადაგვყავდა და იქ ხალხი, ან ფეხით მიდიოდა ან სხვა მანქანას მიყავდა. ასევე, გაიზარდა ხარჯები, გაიზარდა ღირებულება”,  – ამბობს ლევონი.

მგზავრთა ნაკადი შემცირდა მაშინ, როდესაც საქართველოში კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ერთ მანქანაში ორზე მეტი ადამიანის განთავსება არ შეიძლებოდა. ხდებოდა ისე, რომ მხოლოდ ორი მგზავრი მიყავდა საზღვრამდე.

ლევონს არ შეეძლო საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, რადგან მას ამის საფუძველი არ ჰქონდა, ანუ ნათესავი, ოჯახის წევრი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. შემდეგ სია გაფართოვდა, დაემატა ძმა ან და. ახლა, საზღვრების გახსნის შემდეგ, ის უკვე თავისუფლად მოგზაურობს იქით და აქეთ.

კორონავირუსის პირობებში გადამზიდავებს ხარჯი გაეზარდათ, შედეგად მგზავრობის ღირებულებაც გაორმაგდა. კორონავირუსის დაწყებამდე, მგზავრი მოსკოვამდე იხდიდა 5000 (212 ლარი), შემდეგ კი – 10 000 რუბლს (424 ლარი).

”მაგალითად, მე საზღვრამდე მიმყავდა, ერთი მგზავრისგან ვიღებდი 3000 რუბლს (127 ლარი), ხოლო მეორე მძღოლი უფრო გრძელ გზას გადიოდა, 7000 რუბლად (298 ლარი). ჩვენ ასევე ტესტს ვიკეთებთ, ესეც (რუსეთში შესვლისას). შემდეგ თანდათან დაეცა ფასები, ახლა ერთი ადამიანის მგზავრობა 8000 რუბლს შეადგენს (340 ლარი), ”-ამბობს მიკროავტობუსის მძღოლი ლევონ ეპრიკიანი.

ლევონი საქართველოს მოქალაქეა. რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, რვა დღის განმავლობაში  სახლში კარანტინში ყოფნა უწევს, რადგან ტესტსში 220 ლარი არ გადაიხადოს, შემდეგ კი, ისევ მიდის.

ყველაზე მეტად მისი ოჯახის წევრების – მეუღლისა და ორი ქალიშვილის დაინფიცირების ეშინოდა. – “მე დავინფიცირდი კორონავირუსით, გამიმართლა და ძალიან მარტივი ფორმით გადავიტანე”, – ამბობს იგი.

Eprikyanner
ლევონ ეპრიკიანის ქალიშვილები

კორონავირუსმა იგივე პრობლემები შეუქმნა სომხეთში გამგზავრებულ მძღოლებსა და მგზავრებს. ზავენ ბარსეგიანი, რომელიც საქართველო-სომხეთის პირდაპირ გადაზიდვას ახორციელებს,   საზღვარზე ტესტი გაკეთებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს.

sahman hayastan «ბავრას» სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სომხეთ-საქართველოსთან საზღვარზე

„თავიდან სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველ ჯერზე ვიღებდით მოგზაურობის ნებართვას (მერიის მეშვეობით, საქართველოს საკონსულო გამონაკლისის სახით გასცემდა ნებართვას საზღვრის გადაკვეთის მიზნით), რადგან საზღვრები დაკეტილი იყო. საზღვარზე გვეკითხებოდნენ, რატომ მივდივართ. როდესაც მეორედ, ან მესამედ მივდიოდით, ეჭვები გაჩნდა და მერიას ნებართვის გაცემა ძალიან უჭირდა. ახლა საზღვრები უკვე ღიაა, ამ დროისთვის ერთადერთი სირთულე სავალდებულო ტესტირებაა, რომლის ლოგიკა, სიმართლე გითხრათ, არ მესმის. ისინი იღებენ ტესტს ჩვენგან (სომხეთის საზღვართან) დაა პასუხს 24 საათში გვეუბნებიან, მათ აქვთ საზღვრის გადაკვეთის უფლება, ანუ მათ ჯერ არ იციან დაინფიცირებულები ვართ თუ არა – ეს ნიშნავს, რომ აზრი არ აქვს ასეთი ტესტის გაკეთებას ”, – ამბობს ზავენი.

ეპიდემიის დროს ტრანსპორტირების ღირებულება გაიზარდა, არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის, არამედ საქართველო-სომხეთის მიმართულებითაც. სომხეთში მგზავრობის საფასური 30 -დან 50 ლარამდე გაიზარდა.

”კორონავირუსამდე მგზავრობის ღირებულება 30 ლარი იყო, ახლა 50 ლარია, მაგრამ ადრე საწვავი უფრო იაფი იყო და ტესტი არ იყო საჭირო. საზღვარზე ტესტირება ღირს 15 000 დრამი (95 ლარი), რადგან მძღოლი ტესტს იკეთებს, ის ნებსით თუ უნებლიეთ ზრდის ფასს, ჩვენი მოგება იგივე რჩება “, – დასძენს ის.

საქართველოსა და სომხეთის საზღვრებს შორის ნეიტრალური ტერიტორია საკმაოდ გრძელია და იქ ყოველთვის ძალიან ცივა. ზავენი აღნიშნავს, რომ მგზავრებს ძალიან უჭირთ ასეთი დისტანციის ფეხით გავლა ჩანთებით, განსაკუთრებით წვიმიან და ცივ ამინდში.

„თავიდან ისე იყო, რომ ორი მანქანით მივდიოდით, აქედან მიგვყავდა საზღვართან, რაც 20 ლარი ღირდა, შემდეგ კი სხვა მანქანას მიჰყავდა საზღვრიდან, რომელიც 30 ლარი ღირდა. და ორი მანქანით მიგვყავდა, რომ ტესტი არ გაგვეკეთებინა. მაგრამ ამან გამოიწვია სირთულეები. მგზავრებს უწევდათ ასვლა, 700-800 მ მანძილის გადალახვა, რა თქმა უნდა, მძიმე ჩანთებით ძნელი იყო მეორე საზღვარზე მოხვედრა “.

საქართველოში შემოსასვლელად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია. თავად ზავენი არეგისტრირებს თავის მგზავრებს, რითაც ზოგავს დროს და თავს არიდებს უზუსტობებს. ტესტს დიდი დრო არ სჭირდება.

«ტესტირება 3-5 წუთი გრძელდება ერთ ადამიანზე. მე ვარეგისტრირებ მგზავრებს, დრო რომ არ დავკარგოთ ტყუილად, რის გამოც, საზღვარზე ხშირად დიდი რიგებია. ხალხს არ შეუძლია საქართველოს საზღვარზე ტესტის გაკეთება, ამიტომ მზა ტესტით უნდა მივიდნენ»,-დაამატა ზავენმა.

ლევონის მსგავსად, ზავენსაც არ სჯეროდა კორონავირუსის არსებობის, მაგრამ შარშან, ნოემბერში ის ავად გახდა, დაკარგა გემოს და ყნოსვის შეგრძნება, ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ვერ ბედავს ვაქცინაციას, აქვს ეჭვები და გარკვეული შიშები, თუმცა არ გამორიცხავს, ​​რომ მომავალში შეიძლება დათანხმდეს. ზავენი შინაგანად მზად არის ვაქცინაციისთვის, მას არ აქვს შიში, ის ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

სიტუაცია გართულდა, არა მხოლოდ მძღოლებისთვის, არამედ მგზავრებისთვისაც. როდესაც სედა შახბეკიანი ახალქალაქში ჩავიდა ერევნიდან, ის ორ ადგილას იჯდა თავის ორ შვილთან ერთად, რადგან მგზავრობის ხარჯი ძვირი იყო.

”როდესაც ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, ერთხელ გავიკეთეთ ტესტი საზღვრის გადასალახად და კიდევ ერთხელ, ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, ჩვენ არ ვიყავით კარანტინში. მოგზაურობის ღირებულება გაიზარდა, ის 50 ლარი გახდა. ჩვენ სამნი ვიყავით, მაგრამ ორ ადგილს ვიღებდით,  რეალურად, ძალიან ძვირია ”, – ამბობს სედა.

სედა ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთის საზღვარზე ტესტირების რიგები დგას, სადაც სოციალური დისტანცია არ არის დაცული.

”სომხეთში რთული სიტუაციაა, ჩვენ საათობით ვდგავართ რიგში გვერდიგვერდ, ვიზომავთ ტემპერატურას, შემდეგ მივდივართ რეგისტრაციის ადგილზე, შემდეგ კი ტესტს ვაბარებთ. არ აქვს მნიშვნელობა დიდია თუ პატარა, ტესტის ღირებულებაა 15000 დრამი. კორონავირუსამდე და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ტარიფი სამჯერ გაიზარდა. რიგები იზრდენა, საათობით ვდგავართ, რომ ტესტი გავიკეთოთ. მართალია, ამ დროს ყველა ატარებს რესპირატორს, მაგრამ დისტანცია არ არის დაცული”.

sahman test

გზაზე ასეთი სირთულეების გამო, სედას ძალიან უჭირს მშობლების მონახულება წელიწადში ორჯერ მაინც.

”კორონავირუსმა ძალიან შეგვიშალა ხელი, შარშან საერთოდ ვერ ჩამოვედი, ახლა ჩამოვედი, მაგრამ მერე, თუ ისევ დაგვჭირდება, ჩვენ ვერ მოვალთ, ეს დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან”, – დაამატა მან.

ნატალია აივაზიანის დედა მარტო ცხოვრობს ახალქალაქში. დედის მოსანახულებლად წელიწადში, რამდენჯერმე აუცილებლად ჩამოდიოდა, მაგრამ კორონავირუსმა შეზღუდა ნატალის ვიზიტები.

„საქართველოში ჩამოსვლა სომხეთიდან ბავშვთან ერთად 800 ლარი დაგვიჯდა. ერთი ადამიანი 450-500 ლარია. სამჯერ ჩავაბარე ტესტი: ერთხელ ერევანში, შემდეგ 72 საათში და ერთხელ სომხეთის საზღვართან დაბრუნების შემდეგ. ძალიან ძნელია ამდენი ფულის დახარჯვა ერთ წელიწადში. ჩემს შემთხვევაში, ჩემი მშობელი მარტოხელაა, ორჯერ მაინც უნდა ჩამოვიდე. ადრე ძალიან მარტივი იყო, მხოლოდ მგზავრობის ხარჯს ვიხდიდით, ჩვეულებრივად მოვდიოდით და მივდიოდით. ისინი დიდხანს მაწამებენ საზღვარზე, რიგია უზარმაზარი. საქართველო ერთი საკითხით აჭიანურებს პროცესს, სომხეთი – მეორე საკითხით. სომხეთის საზღვარზე ყველა ჩანთა მოწმდება სათითაოდ, რიგრიგობით, ვდგებით ტესტის ჩაბარებისას. სომხეთის საზღვართან მისასვლელად ერთ საათზე მეტი დაგვჭირდა, ადრე კი, მაქსიმუმ 10-15 წუთი გვჭირდებოდა”,-ყვება ნატალი.

ნატალია უკვე ფიქრობს ვაქცინაციაზე, რათა არ დახარჯოს ზედმეტი ფული და დრო.

”მინდა ავიცრა, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოში შესვლისას არ იქნება რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები, მაინც მომიწევს ტესტის გაკეთება. ჯერ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი “.

ნატალი და სედა იმ მცირე ჯგუფს განეკუთვნებიან, ვინც გზის სიძნელეებისა და ფინანსური სირთულეების მიუხედავად, შეძლო მშობლების მონახულება, ბევრმა ეს ვერ შეძლო. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიცვლება ვითარება, რადგან კორონავირუსი ყველგან არის გავრცელებული …