ენერგოკომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დღეს, 13 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, გეგმური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რაც შემდეგ სოფლებს შეეხება: ხორენია, ხულგუმო, მარტუნი და ახლო მდებარე სოფლები.
ასევე, 11:30 საათიდან 18:30 საათამდე, ქალაქი ნინოწმინდის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.