ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 პარტია მონაწილეობს.
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 48 პარტია მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ჯავახეთში ყველა პარტია არ არის აქტიური და ყველას არ ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხმებისთვის იბრძოლებს 12 შემდეგი პარტია:
1 – პარტია “მესამე ძალა”
2 – პარტია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”
5 – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
6 – პარტია “ევროპელი დემოკრატები”
8 – პარტია “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
9 – პარტია “ლელო”
10 – პარტია “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს დემოკრატიული პარტია”
19 – პარტია “ევროპელი სოციალისტები”
25 – პარტია “გახარია საქართველოსთვის”
36 – პარტია “გირჩი”
37 – პარტია “თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)
41 – პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
არჩევნებში მონაწილე ზოგიერთ პარტიას არ აქვს ოფიციალური ოფისები და არ ჰყავს მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ წარმომადგენელი ჰყავს.
მერობის კანდიდატებს აქვთ 3 პარტია: «ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს» პარტია, ახალქალაქის კანდიდატი მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდის – ანივარდ მოსოიანი.
პარტია “ევროპული საქართველო” – ახალქალაქში კანდიდატი არსენ კარაპეტიანი. ნინოწმინდაში პარტიას კანდიდატები არ ჰყავს.
ახალქალაქში «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პარტია წარმოადგენს პოლიტიკოსს არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილებით – მელიქ რაისიანს. ნინოწმინდაში მერობის კანდიდატი იქნება უცნობი პოლიტიკოსი ავაგ ბდოიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – №40 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 36 720 ამომრჩეველი, ნინოწმინდაში – №41 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 20 283 ამომრჩეველი.