ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ დადგება.
როგორც, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 12 აგვსტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეების მხრიდან ხშირად ირღვევა სოციალური დისტანცია, რამაც შესაძლოა სექტემბერში შეაფერხოს სწავლის დაწყება.
„ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მოქალაქეები, რომლებიც ელოდებიან თავიანთი შვილების წასვლას სკოლაში, ეს საკითხი მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას “,–განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღეს, 12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 14 ადამიანს დაუდგინდა, ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 1 278 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.
წყარო: sknews.ge