ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში, რამდენიმე დღის წინ, თივის გამო შეკამათება მოხდა. ტერიტორია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიერ არის გამოყოფილი. დავის მოგვარება გადაიდო.
ჯავახეთის ეროვნული პარკის დაარსების დროს გამოყოფილი მიწების გადანაწილება სოფელ კარწახის მცხოვრებლებმა თიბვის სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს. ამჟამად მოსახლეობამ გადაწყვიტა იმ ადგილებში მოთიბონ, სადაც თავად სურთ.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს სოფელ კარწახის მცხოვრებლები ავიდნენ იმ ადგილას, სადაც თიბვისთვის გამოყოფილი მიწა მდებარეობს. თავის დროზე ეს მიწები მოსახლეობას ჯავახეთის ეროვნულმა პარკმა გაუნაწილა, რათა მათ მოახერხონ თიბვა, რადგან კარწახის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევს. სოფლის მოსახლეობის თქმით, იმ დროიდან მოყოლებული ამ მიწაზე მოსულ ბალახს ძირითადად სოფლის ყოფილი მთავრობის წევრები ათიბინებდნენ საკუთარი მიზნებისთვის – დეპუტატი, მერიის წარმომადგენელი სოფელში და მათთან დაახლოებული პირები.
რამდენიმე დღის წინაც, კონფლიქტი მოხდა ამჟამინდელი მთავრობის (რომლებსაც მოსახლეობა უჭერს მხარს) და ძველი მთავრობის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც აღნიშნული მინდვრებით დღემდე სარგებლობენ. სოფლის მოსახლეობა კონკრეტულ სახელებს ასახელებს, – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი აბრაამ კარაპეტიანი, სოფლის უფლებამოსილი პირი ატომ ოგმრტიანის და მათთან დაახლოებული პირები.