დღეს, 10 აგვისტოს, 17:30 საათზე, “სურბ ხაჩ”-ის ეკლესიაში, ჯავახეთის ვიკარიატის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურებმა წირვა აღავლინეს, სადაც ახალქალაქის მკვიდრთა სიმშვიდისა და მშვიდობისათვის ილოცეს.
”ჩვენ მთელი ქალაქის მაცხოვრებელთა სულიერი სიმშვიდისა და მშვიდობისათვის ვლოცულობთ. ბოლო დროს ჩვენს ქალაქში მოხდა მრავალი მოვლენა, რამაც დიდი ტკივილი მოგვაყენა. აბამიანები ბოროტებას დაემორჩილნენ, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით. უფალს შევთხოვთ მშვიდობას და ადამიანის სულიერ სიმშვიდეს, რაც თითოეულ ჩვენგანს სჭირდება.”-თქვა ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიის მღვდელმსახურმა, ტერ ნარეკ ტიგრანიანმა.
წირვას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, საკრებულოსა და მერიის მოადგილეები და თანამშრომლები, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობა.