საქართველოში კოროვირუსული ინფექციის 25 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1.250-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.
საზღვარგარეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. ქვეყანაში, კორონავირუსისაგან 17 პაციენტი გარდაიცვალა.
7,068 მოქალაქე იმყოფება საკარანტინო რეჟიმში, 242 კი საავადმყოფოში სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.