ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებმა ახალქალაქის ქუჩები სიმშვიდისა და მშვიდობისთვის აკურთხეს.
დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებმა მთელი ახალქალაქის ქუჩებში ღვთისმშობლის ხატი მოატარეს. მათივე თქმით, მათ ახალქალაქის და კონკრეტულად ქალაქის ცენტრის კურთხევა გადაწყვიტეს, რათა გუშინდელი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ახალქალაქში სიმშვიდე და მშვიდობა სუფევდეს.