მას შემდეგ, რაც მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ჩამოვიდა და მოსახლეობამ გზა გახსნა, გუბერნატორმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა საკრებულოში სოფლის მოსახლეობასთამ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრამ ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს. შეხვედრაზე სოფლის პრობლემების შესახებ საუბრობენ. მოგვიანებით შეხვედრას სუმბათ კურეღიანიც შეუერთდა.

მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ ისინი შეიკრიბნენ, რადგან მათ მოსახლეობის აზრი აინტერესებთ.

“ჩვენ შევიკრიბეთ, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ”,-განაცხადა მან.

gubernator_sakrebulo_1

დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.