ჯავახეთის მომლოცველთა შორის სურბ გევორგის სალოცავი, რომელიც სოფელ ხანდოში მდებარეობს, ერთერთი ყველაზე რჩეული ადგილია, სადაც მოდიან, რათა განიკურნონ. ამ სალოცავთან დაკავშირებით უამრავი, გასაოცარი ამბავი არსებობს. ადამიანებს დღესაც კი სწამს მისი და ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ისევე, როგორც საქართელოსა და სომხეთის სხვადასხვა კუთხეებიდან სალოცავად აქ მოდიან.
სურბ გევორგის ეკლესია, საზოგადოებისათვსი ფართოდ არის ცნობილი, როგორც “წრატონ” სალოცავია ცნობილი. ხალხს ამ მონასტერის სასწაულმოწმედებისა სწამს.
სოფელ ხანდოში ყვებიან, რომ ისინი ვისაც შვილი არ ჰყავდა, ან ვისაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა, სურბ გევორგის სალოცავთან მომლოცველად მოდიოდნენ და სურვილი უხდებოდად.
მონასტერში არის ერთი ხვრელი, საიდანაც ავადმყოფ, უძლურ და მისუსტებულ ბავშვებს, განკურნების რწმენით, გაატარებდნენ ხოლმე. ამას შემდეგნაირად აკეთებდნენ: ბავშვი ერთხელ მოივლიდა სამრეკველოს, რის შემდეგაც მას შვის ჯერ აღნიშნულ ხვრელში ატარებდნენ. ამ რეტუალის შემდეგ ბავშვები იკურნებოდნენ. თუმცა, მონასტრის რესტავრირების შემდეგ ხვრელი დაამპატარავეს, და დღეს იქ ბავშვის ხელსაც ვეღარ გაყოფ.
როგორც ბებია რუზანი იხსენებს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, ადამიანები, შვილის გაჩენის ან განკურნების ოცნებით, სხვადავხვა სოფლებიდან მაშინაც კი ჩამოდიოდნონ. მშბლები ბავშვს აძვრენდნენ ხვრელში, რომელიც მონასტერში დღემდეა შემორჩენილი, რის შემდეგაც ბავშვი ლაპარაკს იწყებდა.
“წწმაირ”
სოფელ ხანდოში მდებარე სურბ გევორგის მონასტერი, ასევე სამკირნალო აუზით “წწმაირ” არის ცნობილი, სადაც მეძუძური დედები მკერდ იბანდნენ და იკურნებოდნენ.
დღესაც კი, ქალები ვისავ მკერდში ტკივილი აწუხებთ, სოფლის წყაროდან წყალს იღებენ და ეკლესიის “წწმაირ”-ის აუზში მკერდს იბანენ, და ამგვარად იკურნებიან.
ქვის ჭედილა
აღნიშნული მონასტერის ტერიტორიაზე, არის ორი ქვის ჭედილა, ერთერთს თავი მოემტვრა. სწორედ ეს ჭედილა იყო ნამდვილი იმედი იმ ქალებისთვის, ვისაც დედობა უნდოდა. ქალების, ვისაც წლების მანძილზე არ ჰყავდათ შვილი, 6 მაისს, წმინდა გევორგის დღესასწაულზე, ან როგგორვ ხალხში მოიხსენიებენ, “წრატონ”-ის დღეობაზე, აქ მომლოცველები მიდიან, სხდებიან ჭედილაზე, სურვილს ჩაიფიქრებენ ხოლმე და ლოცულობენ, რატა ასე ნანატრი შვილი შეეძინოთ.
“ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიოდნენ, ჭედილაზესხდებოდნენ და ლოცულობდნენ, რათა შვილი ჰყოლოდათ. ეს ძალიან ძველი ტრადიციაა. ასევე ვიცი, რომ ამან ძალიან ბევრს დაეხმარა აეხდინათ ნანატრი ოცნება”,- იხსენებს ბებია რუზანი.
ისევე, როგორც ძველად, მომლოცველები, ხანდოში სურბ გევორგის ეკლესიაში მოდიან, თუმცა, განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი აქ 6 მაის იკრიბება, მაშინ როდესაც სურბ გევორგის დღეს აღნიშნავენ.
სურბ გევორგის ეკლესია სოფელ ხანდოში (XII – XIIIსს) აშენებეულია მყარი მოჭრილი ქვითა და მაღალი არქიტექტურული ხელოვნებით გამოირცევა.