“ინტერპრესნიუსისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილი გახდა. ჩვენი ინფორმაცით, პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:

ნიკა მელია – თბილისი (გლდანი);

ლევან ხაბეიშვილი – თბილისი (სამგორი);

დავით კირკიტაძე – რუსთავი;

გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისი;

აზერ სულეიმანოვი – მარნეული;

ხატია დეკანოიძე – თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი;

ლევან ბეჟაშვილი – გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო;

გიორგი ბოტკოველი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;

ბადრი ბასიშვილი – გორი-კასპი;

ვაჟა ჩიტიშვილი – ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი;

მელიქ რაისიანი – ახალქალაქი-ნინოწმინდა;

დევი ჭანკოტაძე – სამტრედია- წყალტუბო;

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე იმსჯელეს შტაბში ფუნქციების განაწილებაზე და მაჟორიტარი კანდიდატების სტრატეგიაზე – რომელ რეგიონში რომელი მაჟორიტარი შეიძლება სჯობდეს.

„ჯერ არ შევჯერებულვართ, მაგრამ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ. ამიტომ ძალიან მალე, როდესაც წარდგენა იქნება, ამას გაიგებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.