ბოლო მონაცემების თანახმად, აზარტული თამაშების 2019 წლის ინდუსტრიული ბრუნვა 12 მლრდ. ლარს შეადგენს. პარალელურად ამ სექტორის როლი საქართველოს ეკონომიკის საერთო მოცულობაშიც იზრდება.
მოყვანილი ციფრები აშკარად მეტყველებენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გამრუდებაზე: უმუშევრობა, მრეწველობის უქონლობა და კადრების დეფიციტი პირდაპირ კავშირშია აზარტულლი თამაშების პოპულარობასთან.
გარდა ამისა, ზუსტადაც აზარტული თამაშები გახდა მოსახლეობის გადაჭარბებული დავალიანებების ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ საქართველოს ათი მსხვილი ბიზნეს- კომპანიიდან ექვსი სწორედ სათამაშო ბიზნესს წარმოადგენს, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ ქვეყნაში ეკონომიკა არ არსებობს.
«ცუდი ის კი არ არის, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშებია, ცუდია ისაა, რომ ქვეყანაში არ არის ინდუსტრია და წარმოება. ამიტომ ხდება, რომ ქვეყანაში ათიდან ექვსი ადგილი კაზინოებს და ტოტალიზატორებს უკავია»,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელმაც არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა, როგორც ადრინდელ, ასევე ახლანდელ ხელისუფლებას.
«აზარტული თამაშების პოპულარობაზე პასუხისმგებლობა ყველა მთავრობას აკისრია, მათ შორის ახლანდელ მთავრობასაც, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაც კი ვერ აკრძალა. თითქმის ყველა მთავრობის დროს ეს სფერო მთლიანად დერეგულირებულია»,- განაცხადა დეპუტატმა.
მმართველი პარტიის დეპუტატის ნინო ცილოსანის თქმით, 2020 წელს აზარტული თამშების რეგულირებისათვის რიგ მკაცრ ზომებს მიიღებენ, თუმცაღა ის არ თვლის, რომ აზარტული თამაშები ხალხს ღარიბებად აქცევს. მისი აზრით ყველაფერი პირიქით ხდება- აზარტული თამაშებისკენ ადამიანებს ზუსტადაც, რომ სიღარიბე უბიძგებს.
ის ასევე არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ რეგულაციების დაწესებას წლები დასჭირდა, რადგან სათამაშო ბიზნესს ძალაუფლებაში მსხვილი ლობისტები ჰყავს.
«ეს არის ემოციური თვალსაზრისი, რომელიც არავითარ რაციონალურ ანალიზზე არ არის დაფუძნებული. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აზარტულ ბიზნესს არავითარი ლობისტი არ ჰყავს. უფრო მეტიც, ასეთი არ გახლავთ პარლამენტის ექს-სპიკერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ძალიან ხშირად ადანაშაულებენ ამაში. მართალია, ყველა ბიზნესს ჰყავს თავისი მომხრეები, რომლებსაც შეიძლება ლობისტები ვუწოდოთ. ისინი ეკონომიკის კონკრეტული სექტორის სასარგებლოდ მუშაობენ, მაგრამ ეს არ ხდება პარლამეტის სპიკერისა და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომედგენლების დონეზე»,- ასე თვლის პარლამენტის დეპუტატი ნინო ცილოსანი.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დაგვიანება დაკავშირებულია უფრო დეტალურ ანალიზთან, რათა მომავალში ცვლილებებმა ნეგატიური შედეგი არ გამოიღოს.
«პროექტზე მუშაობა თებერვალში განახლდება და რიგი ფორმულირებების მიღების შემდეგ, დოკუმენტი გატანილი იქნება პარლანეტის საგაზაფხულო სესიაზე»,- განაცხადა მან.
პილიციის სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს აზარტული თამაშების მიზეზით 17 ახალგაზრდა ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, 7 ახალგაზრდას კი ამის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. თვითმკვლთა ასაკი 14-დან 31 წლამდე მერყეობს.
«არალოგიკურია ყველაფერი ხელისფულებას დააბრალო, რადგან ჩვენ პრობლემას ისეთივე სიმწვავითა და აქტუალობით აღვიქვამთ, როგორც საზოგადოება. ჩვენ ვუთანაგრძნობთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და ამ პრობლემის მოგვარებისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. გარდა ამისა კანონპროექტი, რომელმაც თითქოს და მოაგვარა პრობლემები და იყო უარყოფილი საპარლამენტო უმრავლესობით, რეალურად არ შეეხო სუიციდის გამომწვევს მიზეზებს. ზუსტად მაგიტომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მაქსიმალურად კორექტირებულ და გააზრებულ კანონპროექტზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სწორი პოლიტიკა გავატაროთ»,- განაცხადა ნინო ცილოსანმა.