დღეს, 6 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არაოფიციალური ვიზიტით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას ეწვია.
პრეზიდენტმა სოფელ ფოკას მონასტერი მოინახულა, შემდეგ კი, მეგალითური ციხე აბულში აპირებდა წასვლას.
აბულის ციხე აშენდა მთაზე, რომელიც წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს და ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აბულის ციხეს წლეულს, იუნესკოს წინმსწრებ სიაში შევა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიის რეგიონს ეწვია ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განათავსა ვიდეო და ფოტოები იმ ადგილებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის პოპულარული მასობრივი ტურიზმის მარშრუტებისთვის.
წყარო: NOR.GE