საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მწუხარება გამოთქვეს ბეირუთში მომხდარი აფეთქებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა, ლიბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ტვიტერის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბეირუთში მომხდარ შოკისმომგვრელ აფეთქებასთან დაკავშირებით. ვლოცულობ დაღუპულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, მწუხარება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც ასევე, Twitter– ის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
„ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში“, – წერს პრემიერ მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 130 ადამიანი დაიღუპა. 3000-ზე მეტი დაშავდა.