დღეს სოფელ გორელოვკაში გუბერნატორ, ბესიკ ამირანაშვილს ელიან. იმ შემთხვევაში თუ გუბერნატორი არ ჩამოვა, მოსახლეობა დამაკავშირებელი გზის გადაკეტვით იმუქრება.
რადიო ‘ნორის’ გადმოცემით, სოფელი გორელოვკის შესასვლელში შეიკრიბა მოსახლეობა და ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.
შეკრებილმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ თუ გუბერნატორი არ ჩამოვა და სოფლის პრობლემას არ მოაგვარებს, ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაიკეტება.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში მოხდა შეკამათება სოფლის მოსახლეობასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელს შორის, რაც ბოლოს ჩხუბით დასრულდა. ამჟამად ორი დაზარალებულია, რომლებიც მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
სოფლის მოსახლეობის თქმით, კამათი წყლის გამო დაიწყო. თავიდან სიტყვიერი შეკამათება იყო, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამჟამად დაკავებული არავინ არ არის.