საქართველოს მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც სხვა ქვეყნის მართვის მოწმობა აქვთ, არ დაჯარიმდებიან იქამდე, ვიდრე ქვეყნის საზღვრები არ გაიხსნება. თუმცა, პირებს, რომლებიც ვადაგადაცილებული მართვის მოწმობებით გადაადგილდებიან, ჯარიმა ელით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №21 განკარგულების თანახმად 2020 წლის 24 მარტიდან, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოში შემოსული პირები, რომლებსაც სხვა ქვეყნის მართვის მოწმობა აქვთ, არ დაჯარიმდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ JNEWS-ს აცნობა, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ კორონავირუსის მიზეზით საქართველოში დარჩა, ან საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც უცხო ქვეყნის მართვის მოწმობა აქვთ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. მას არ დააჯარიმებენ, თუმცა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა ძალაში უნდა იყოს. აღნიშნული პირი დაჯარიმდება, თუ მართვის მოწმობის მოქმედების ვადა ამოწურულია.