ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, 6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა.
„ ბავშვს ჰქონდა ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სეპტიური შოკი განვითარდა, ასევე კოვიდ ინფექცია“,-აღნიშნავს ჩხაიძე.