«ჯავახ ავტო გზის» დირექტორი იპირება დღეიდან დაკავდეს თავისუფლების ქუჩაზე წარმოქმნილი ყინულოვანი საფარის საკითხით, რომელიც ავარიულ სიტუაციებს ქმნის.
თავისუფლების ქუჩის ბოლოს, წარმოიქმნა ყინულოვანი საფარი, რის შედეგადაც აღნიშნულ მონაკვეთზე, მოსახვევში მოძრაობა ცალმხრივი გახდა. იმ შემთხვევაში თუ მძღოლები ყურადღებით არ იქნებიან, ისინი შეიძლება შეეჯახონ ერთმანეთს.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ვინც ხშირად იყენებს ამ გზას, ჩივის, რომ წყალი საიდანღაც ჩამოდის და გზა იყინება.
«ჯავახ ავტო გზის» დირექტორის თქმით, ის უკვე პრობლემის კურსშია და დღეიდან კომპანია ამ საკითხის მოგვარებით დაკავდება.
«ჩვენ გუშინ შეგვატყობინეს მერიიდან. დღეს ვნახავთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება და უახლოეს დროში მივხედავთ»,- ამბობს ჯაბა ძირკვაძე.
შეგახსენებთ, რომ თოვლისა და ყინულისგან ქუჩების დასუფთავების ტენდერი კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» მოიგო.