1 აგვისტოდან უკრაინაში „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების ახალი კლასიფიკაცია ამოქმედდა.
საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა “ევროპეისკაია პრავდა” ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, „წითელ ზონაში“ ის ქვეყნები მოხვდა, სადაც ბოლო 14 დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე, უკრაინის ანალოგიურ მონაცემს აჭარბებს.
ამასთან, წითელ ზონაში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
ახალი წესების მიხედვით, “წითელი ზონის” ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასულებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14-დღიანი თვითიოზალაცია მოუწევთ.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას ყოველ 7 დღეში ერთხელ განაახლებს.
31 ივლისის მონაცემებით, „წითელ ზონაში“ 127 ქვეყანა მოხვდა, 67 კი “მწვანე ზონაშია”.