ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეცვლა, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და მაღალმთიანი რეგიონების ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ატარებს, იყო განხილული და მიღებული.
31 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიურო გაიმართა და სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში შემდეგი საკითხები განიხილებოდა:
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. დეპუტატებმა ტენდერებიდან დაზოგილი 30 443 ლარი ოთხ სხავადასხვა პროექტზე დაანაწილეს, სადაც ექსპერტების დასკვნის თანახმად, დამატებითი სახსრები იყო საჭირო.
2. “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით დაფინანსებულ პროექტებში შეტანილი ცვლილებები.
სოფელ კუმურდომ, ბალხომ და იხტილამ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით ჩატარებული პრიორიტეტული სამუშაოები შეცვალეს.
სოფელ კუმურდომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სპორტული ინვენტარის შეძენით ჩაანაცვლა. სოფელ ბალხოში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის 50მმ მილის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია უნდა ჩატარებულიყო. მათ პროექტის ხარჯთაღრიცხვაში პოლიეთილენის მილების ზომა 100 მმ-ზე შეცვალეს.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის პრიორიტეტების ცვლილებების დამტკიცებაზე, ამ სოფლების გარდა, წარდგენილი იყო ასევე სოფელი თირკნა. სოფელში სასმელი წყლის წყალგაყვანილობის ხაზის რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ მოსახლეობამ პრიორიტეტი შეცვალა და სოფელში განათების გაყვანა არჩია. თუმცა, დოკუმენტების არასრულყოფილების გამო დეპუტატებმა აღნიშნული ცვლილება არ დაამტკიცეს.
დანარჩენი სოფლების პრიორიტეტების ცვლილებები დამტკიცდა.
3. რეგიონალური განვითარების ფონდისა და მაღალმთიანი რეგიონების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ნებართვა.
რეგიონალური განვითარების ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2021 წელს 7 ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას 9 366 102 ლარით გეგმავს, რომელთაგან 8 897 797 ლარს აფინანსებს ფონდი, ხოლო დანარჩენს- ადგილობრივი ბიუჯეტი.
მაღალმთიანი რეგიონების ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 2 ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებას 1 213 551 ლარით გეგმავს, რომელთაგან 1 152 873, 45 ლარი მაღალმთიანი რეგიონების ფონდმა დააფინანსა, ხოლო 60 677, 55 ლარი- ადგილობრივმა ბიუჯეტმა.
დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგის ყველა შეკითხვა დაამტკიცეს.