საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, თავს დაესხნენ სომეხ ახალგაზრდას, – ამის შესახებ Aliq Media-ს ჟურნალისტი ნორაირ გასპარიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტყობინება.
“სადახლოში აზერბაიჯანელები თავს დაესხნენ და სცემეს სომეხი ეროვნების ახალგაზრდას და დანაშაულის ადგილი დატოვეს. ინციდენტი პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა”, – წერს ჟურნალისტი.
მისივე ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ.