სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 321 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 37 317 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 705 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავამდყოფოებში 9914 პაციენტი მკურნალობს.