ნინოწმინდა-საღამოს საავტომობილო გზატკეცილზე მომხდარი დღევანდელი ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ს JNEWS-ს განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს იგივე ქმედებას, ჩადენილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მუხლი ითვალისწინებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან დაკავებული თანამდებობის, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის 1 მსხვერპლი და 3 დაზარალებული, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.