დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომელიც სოფელი გორელოვკის ზოგიერთი მაცხოვრებლის, პარლამენტის დეპუტატის, გუბერნატორის და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით ნინოწმინდის საკრებულოში გაიმართა, ნინოწმინდის საკრებულოს წარმომადგენელმა სუმბატ კიურეღიანმა სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სოფელი გორელოვკის მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებს.
წყალი მსხვილ ფერმერებს უფრო მეტი ხვდებათ, ამიტომ დანარჩენ მაცხოვრებლებს წყალი საკმარისად არ მიეწოდებათ. კიურეღიანმა აღნიშნა, რომ თანახმაა მის ფერმაში წყალი გადაკეტოს.
“დიახ, მე დავთანხმდი გადაკეტვკეტო წყალი, რომელიც ფერმაშია გაყვანილი. ჩვენ ახლა სხვა ვარიანტს ვეძებთ, რითაც შევძლებთ ფერმის მომარაგებას წყლით. ფერმაში წყალს ჩვენ მანქანებით და ცისტერნებით გადავიტანთ. რადგან მოსახლეობას ასე უნდა, მაშინ ასე ვიზამ”.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა დროებით სპეციალური კომისიის ორგანიზება, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და წყალსადენ მილზე არალეგალურ შეერთებას გადაკეტავს, რის შედეგადაც მოსახლეობას მეტი წყალი მიეწოდება.
სოფელი გორელოვკის მოსახლეობის საჩივარზე არასაკმარისი საძოვრების შესახებ კიურეღიანმა თქვა, რომ ვერაფრით დაეხმარება მათ.
«რაც შეეხება საძოვრებს, ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე მაქვს საკუთარი საძოვრები, საკუთარი მიწა, ეს არის ჩემი საკუთრება»,-თქვა მან.
სოფელი გორელოვკის კონფლიქტის შესახებ, რომელიც 16 იანვარს კიურეღიანსა და სოფლის ზოგიერთ მცხოვრებს შორის წარმოიქმნა, მან თქვა, რომ ეს პირადი კონფლიქტია და მას პოლიტიკური შინაარსი არ აქვს.
«ეს ჩვენი ოჯახური კონფლიქტია, ჩვენი ნათესავები არიან, ეს ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ამ საკითხს. გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება».
Jnews-ის შეკითხვაზე, თუ რატომ შედგა მოსახლეობასთან შეხვედრა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მათ გზა გადაკეტეს და თუ იყო შესაძლებელი სოფელი გორელოვკის მოსახლეობის პროტესტამდე შეხვედრის გამართვა, კიურეღიანმა თქვა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს, რომ დღევანდელი დღის პროტესტი მასთან არ არის დაკავშირებული.