დღეს, 20 ივლისს, ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის 70 მცხოვრებზე მეტმა საპროტესტო აქცია გამართა მოთხოვნით, რომ სამხედრო პირებმა მათი ცენტრალური გზა არ გადაკეტონ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილის შემოღობვას ეკლიანი მავთულით აპირებს, რითაც მას ქალაქის საცხოვრებელი ნაწილისგან გამოყოფს და ცენტრალურ გზას გადაკეტავს.

ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვდნენ, რომ არ გადაიკეტოს ცენტრალური გზა, რომლითაც მოსახლეობა ყოველ დღე სარგებლობს.

პროტესტს ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1

ერთ-ერთი მცხოვრები, ვისი სახლიც მთლიანად სამხედრო ნაწილში ექცევა, ჩიოდა და ამბობდა, რომ გზის დაკეტვას არ დაუშვებს.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხალხს ალტერნატიული გზა შესთავაზეს, თუმცა მოსახლეობა ამას არ ეთანხმება, რადგან ეს გზა ძალიან გრძელია და ზამთრის პერიოდში მოუხერხებელია.

“გზის გადაკეტვას არ დავუშვებთ, ჩვენ არ გვჭირდება ალტერნატიული გზები”,- ამბობს სამხედრო ქალაქის მცხოვრები.

აქციის შემდეგ, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მოსახლეობა და მერიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დრეს, 21 ივლისს შეხვდებოდნენ და ყველაფერს დეტალურად განიხილსვდნენ.

მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, ხვალ თბილისიდან მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვა და მოსახლეობას შეხვდება.

“მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერს ვიღონებთ, თუმცა ყველაფერი ხვალინდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული”,- ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ შემოღობვა უშუალოდ №475 კორპუსის ფანჯრებთან იგეგმება. პროექტი, რომლის მიხედვითაც შემოღობვას გეგმავენ, ამ ნაწილის ყველა შენობას შეეხება. თუმცაღა, სხვა შენობებთან ეკლიანი მავთული რამდენიმე მეტრის (6-7) დაშორებით იქნება გავლებული, №475 საცხოვრებელი კორპუსის შემთხვევაში კი მავთული პირდაპირ კორპუსის ფანჯრევბთან გაივლის.

თუკი შემოღობვა პროექტის მიხედვით განახორციელეს, მაშინ მუნიციპალიტეტის მიერ რამდენიმე წლის წინ აშენებული საბავშვო სათამაშო მოედანი სამხედრო ნაწილის მხარეში მოექცევა. ამას გარდა, იქ კიდევ ერთი შენობა აღმოჩნდება, სადაც ოთხი ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადატანილი არ არის, ადამიანები იქ მაინც ცხოვრობენ.

JNEWS-ი მოვლენების განვითარებას თავლყურს ადევნებს.