დღეს, 20 იანვრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა დაიწყეს ბავშვების მიღება. კვების პრობლემა მოგვარდა დროებით დადებული პირდაპირი ხელშეკრულების გზით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატრიანის თქმით, მუნიციპალიტეტის ერთი სკოლამდელი დაწესებულების გარდა დღეს ყველა დანარჩენი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
«სოფელ დილისკას საბავშვო ბაღში არსებობს პრობლემები ცენტრალურ გათბობასთან დაკავშირებით, ამიტომაც იქ დღეს ბაღი არ დაიწყო»,- თქვა მან.
მისი თქმით, ეს პრობლემა ორი დღის განმავლობაში მოგვარდება და სკოლამდელი დაწესებულება განაგრძობს თავის მუშაობას.
საბავშვო ბაღებს მუშაობა 15 იანვარიდან უნდა დაეწყოთ, თუმცა ბაღები არ გახსნეს საკვების არქონის გამო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატრიანის თქმით, ვინაიდან ტენდერი ჯერ არ არის შემდგარი, პურის პრობლემა პირდაპირი ხელშეკრულების გზით გადაწყდა.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საკვების შეძენაზე რამოდენიმე ტენდერი გამოაცხადა. ხელმეორედ გამოცხადდა ტენდერი ყველაზე საჭირო პროდუქტებზე, როგორიცაა პური, მარილი, შაქარი, კაკაო, ჩაი, მაკარონი, ვერმიშელი და მწვანილი. მუნიციპალიტეტმა ამისათვის 42 784 ლარი გამოყო. ტენდერი გამოცხადდა 13 იანვარს, ხოლო განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ხვალ, 21 იანვარს არის.
აღნიშნული პროდუქტების შეძენაზე ტენდერი პირველად 2019 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა, თუმცა კომპანია შპს «ნებომ», რომელმაც მოიგო ტენდერი, იყო დისკვალიფიცირებული.
142 836 ლარის ტენდერი გამოცხადებულია რძის ნაწარმის შეძენაზე. უკვე ცნობილია კომპანიის სახელი, რომელიც საბავშვო ბაღებს რძის ნაწარმით მოამარაგებს. ეს არის კომპანია შპს «მიალე», მან კონკურსი 133 000 ლარით მოიგო.
ბოსტნეულის შეძენაზე მუნიციპალიტეტმა 58 346 ლარი გამოყო. შალვა გორგიძე გახლავთ ინდივიდუალური მეწარმე, რომელმაც ტენდერი 52 987 ლარით მოიგო.
ასევე შედგა კვერცხის შეძენის ტენდერი. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 27 300 ცალი ქათმის კვერცხი შეიძინა. 8 097 ლარით ტენდერი ისევ კომპანია შპს «ნებომ» მოიგო.