ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისათვის, მთელ მსოფლიოში კორონავირუსისგან 602 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირების საერთო რიცხვმა 14 მილიონს მიაღწია, მათ შორის არც ისე ბევრი გამოჯანმრთელებულია, სულ 8 მილიონი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში Covid-19 ინფიცირების რეკორდული რაოდენობაა დაფიქსირებული. კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 237 743 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევის უმეტესი რაოდენობა აშშ-ზე გადის, რომლის შემდეგაც მონაცემების თანახმად ბრაზილია დგას.