15 ივლისის ღამეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის 2 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მოადგილემ შუშან სტეფანიანმა Facebook-ზე გაავრცელა.
მისივე განცხადებით, დანარჩენს რაც შეეხება, სიტუაცია ძირითადად მშვიდია, ღამით არტილერია არ გამოყენებულა.
12 ივლისის შეტაკებაში 4 სომეხი სამხედრო პირი და მინიმუმ 11 აზერბაიჯანელი გარდაიცვალა. ბაქომ ბრძოლაში გენერლისა და პოლკოვნიკის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
შეტაკება აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომხურ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობით დაიწყო. ბრძოლის დროს იყო გამოყენებული არტილერია და მინომეტები, უპილოტო თვითმფრინავები და ტანკები. 14 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების HERMES 900 უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოაგდეს.