საქართველოს დედაქალაქი თითოეული სომეხის გულთან ახლოს არის, რადგან საქართველოს პატრიოტ-სომეხთა კვალი აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ჟურნალისტი ეკატერინა მინასიანი ფოტოებს იღებს და ძველი ქალაქის შესახებ ინფორმაციას აგროვებს. ასე, პატარა გორგალით, მთელი კრებულისაკენ მოგზაურობა დაიწყო, სახელად “გასეირნება ტიფლისში”.
სოლოლაკის, ავლაბარის, რუსთაველის გამზირის გრძელი და ვიწრო ქუჩები ისევე, როგორც თბილისის სხვა მრავალი ადგილი, წარსულის მაცხოვრებლების ხსოვნას ჯერ კიდევ ინახავს. როდესაც უნიკალური, ლამაზი ორნამენტებითა და ნატიფი არქიტექტურით სახლებს ხედავ და სადარბაზოებს ან ჩვეულებრივ მოაჯირებს უყურებ, წარმოსახვაში ცნობილი სომეხი მწერლის გაბრიელ სუნდუკიანის “ხათაბალა” ნაწარმოები იშლება და ამავდროულად ფილმის სურათები გახსენდება. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხიბლს თბილისი ეხლაც ინახავს.
როგორ მივედით ისტორიამდე
“დამსაქმებელთან კონკრეტული იდეით მიდიხარ და აქ რაღაც ორიგინალურის შემოთავაზება არის საჭირო. მთავარია- არ განმეორდე, და თუ იდეას უკვე ვინმე იყენებს, მაშინ მკითხველისათვის ახალი და საინტერესო რაკურსით არის საჭირო წარდგენა. მე რედაქტორთან მივედი იდეით და შევთავაზე გაგვეკეთებინა მასალა თემაზე “გასეირნება ტიფლისში”. პირველი მასალა გოგირდის აბანოებზე იყო, და ასე 3-4 თემა შეიქმნა, დაიბადა შეკითხვა, შემდეგი რა იქნებოდა. რუბრიკა კარგად იკითხება, მას ცხელი ღვეზელივით იტაცებენ. თბილისი პატარა ქალაქია, ხელის გულზე დაგეტევა, და როდესღაც თემებიც გამოილევა. გადავწყვიტეთ დაგვეცადა და გვენახა, რა გამოვა. პროცესში სიარული და ფოტოების გადაღება დავიწყე, თავიდან მე თვითონ ვიღებდი, შემდეგ კი ფოტოგრაფთან ერთად ვიმუშავეთ. მაშინ მივხვდი, რომ ეს თემა ამოუწურავია. მადა გამეხსნა, ჩამითრია, ძიება და რაღაცა ისტორიების ნახვა დავიწყე. ეს იყო არქეოლოგიური გათხრების მსგავსი, როდესაც თითქოს რაიმე ძვირადღირებულს აღმოაჩენ. შემდეგ, გარკვეული აღმოაჩენები ჩემთვისაც იყო, არა მხოლოდ ისტორიის განხრით. თბილისის ისტორია ძალიან საინტერესოა. მე ასევე თანამედროვე ჩანართებმა დამაინტერესა- იმ ადამიანების ისტორიები, რომლებიც ახლა ამ სახლებში ცხოვრობენ. მაგალითად, თუ იცოდი, რომ სასტუმრო “ლონდონი” ძმებს ზუბალაშვილებს (მრეწველი-მეცენატები ძმები ალექსანდრე და კონსტანტინე ზუბალაშვილები- რედ.) ეკუთვნოდა. ხანდახან გიწევს კარზე კაკუნი სახლში, სადაც იმ ადამიანების პირდაპირი მემკვიდრეები ცხოვრობენ, რომლებიც ამ სახლებს ფლობდნენ. კარგარათელის ქუჩაზე შემთხვევით იმ ადამიანის შვილთაშვილს წავაწყდი, რომელმაც მინასიანცის სახლი ააშენა”.
მელიქ-აზარიანცის ცნობილი სახლის კარმა
«რეალურად, მიგნებები სოციალურ მედიას უკავშირდება, სადმე რამეს წააწყდები, ვინმესგან რამეს გაიგებ, შემდეგ შენი ძიება გრძელდება. ანუ, ძაფის ბოლო ნაწილი გეძლევა, შენ მას ეჭიდები და დიდი, საინტერესო გორგალის ამოცნობას იწყებ. ასე მაგალითად, რუსთაველზე მელიქ-აზარიანცის სახლთან დაკავშირებით იყო. ეს სახლი ჩემს პირად ისტორიას უკავშირდება.
ამ სახლში როდესაც შევედით 90-იანი წლები იყო, ზუსტად ტრაგედიის დროს (ავარიის შედეგად ორი კაბინა დაეცა, რომლებსაც რუსთაველის გამზირსა და მთავწმინდას შორის საბაგიროთი ხალხი გადაჰყავდა. 20 ადამიანი გარდაიცვალა და სულ ცოტა, 15 ადამიანმა მძიმე ჭრილობები მიიღო. მგზავრების უმეტესობა ბავშვები იყვნენ- ქ.ახალციხის № 5 სკოლის მოსწავლეების ექსკურსია თბილისში, ისინი ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავდნენ- რედ.). ზუსტად იმ დღეს, 1 ივლისს, ჩვენ მეტროდან გამოვედით, მივედით საბაგიროსთან, იქ დიდი რიგი იდგა, ამიტომ გადავწყვიტეთ მელიქ-აზარიანცის სახლთან გასართობ კომპლექსში მივსულიყავით და ყავა დაგველია. ჩავედით დაბლა, იქ დროის N რაოდენობა გავატარეთ. როდესაც გამოვდიოდით იქიდან დავინახეთ, რომ დადიან სახანძრო მანქანები, სასწრაფო დახმარება… ზუსტად ამ დროს მოხდა ტრაგედია, ბევრი ბავშვი დაიღუპა.
სახლს გარკვეული კარმა გააჩნია, და შენ ამას გრძობ. რაღაც პერიოდის განმავლობაში შენ დაიმალე, მოიცადე -კოსმოსმა, სამყარომ, უფალმა ამ საფთხეს მოგაშორეს. ჩვენ შეიძლება იქ აღმოვჩენილიყავით, მაგრამ არ აღმოვჩნდით, და აი ეს სახლი ჩემი ცნობიერის კრებულში შევიდა, თავის დროს ელოდა, და საბოლოო ჯამში მე ჩემი შთაბეჭდილებები აღვწერე”.
მანთაშევის (მანთაშიანის) სახლი
სომხების არქიტექტურული მემკვიდრეობა
“ძველი თბილისი მთლიანად- ეს ფაქტიურად სომხური მოსახლეობის მიერ ქალაქის განვითარებაში შეტანილი ისტორიული წვლილია. ეს არავისთვის არის საიდუმლო. ამის შესახებ ისტორიკოსებმაც და გიდებმაც იციან. იმ დროისათვის ეს სავსებით ბუნებრივი პროცესი იყო, რადგან მოსახლეობის აღწერით მაშინ სომხური მოსახლეობა უმეტეს ნაწილს შეადგენდა. ეს იყო შეძლებული ხალხი, როგორც წესი- ვაჭრები. გასაგებია, რომ ისინი ზუსტად ქალაქის ძველ ნაწილს აშენებდნენ. ვთქვათ, ახალი ტიფლისი ფაქტიურად გერმანელების მიერ იყო აშენებული, რომლებმაც ქალაქის ეს ნაწილი არჩიეს, ხოლო სოლოლაკი უპირატესად სომხების მიერ შენდებოდა.
ტრივიალური მაგალითი: სოლოლაკში ტურისტული მარშრუტით დადიხარ, ადიხარ ყოფილი კიროვის ქუჩაზე ან წინათ სოლოლაკის ქუჩა. მარცხნივ უხვევ, მაჩაბელზე, და აქ თითქმის ყველა სახლი რომელიღაცა შეძლებულ ვაჭარს ეკუთვნის. ამასთანავე ისენი მეცენატები იყვნენ, რომლებიც ყველაფერთან ერთად კულტურისა და განათლების განვითარებაში თანხებს აბანდებდნენ. მაგალითად, ალიხანოვები- მათი წვლილი დიდია მუსიკალურ განათლებაში- კონსერვატორია. დიდი მასშტაბია. ან თუნდაც მერი მატინიანცი (მატინოვი)- ადამიანმა თითქმის ყველაფერი დაუტოვა ქალაქს. ყველაზე მეტად ამ ხალხში გულწრფელი პატრიოტიზმი გაოცებს. ეს ადამიანები ნამდვილად დიდი პატრიოტები არიან, რომლებსაც საუკუნოვანი მშენებლობა სურდათ. კიდევ, თუნდაც, შალიაპინის ნამდვილი ნიჭის წარმოჩენა, როგორც ალიხანოვის შემთხვევაში იყო”.
ყველაზე პოპულარული შენობები
“ეს არამიანცის, მელიქ-აზარიანცის, ბოზარჯანცის სასტუმრო-სახლებია… ბოზარჯანცის სახლთან დაკავშირებით იყო ეჭვები, რომ, შესაძლოა, ეს სახლი თავის ვაჟებს აუშენა. თუმცა გიდები თვლიან, რომ ეს სასტუმრო-სახლია. სახლი დიდია, შიგნიდან ზღაპრულად ლამაზეა. ის ახლა, სამწუხაროდ, საშინელ მდგომარეობაშია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცნობილი და გაპიარებული სახლი არამიანცის სახლია და, რა თქმა უნდა, სასტუმრო “მაჯესტიკი”. ეს უზარმაზარი, კუთხის შენობა, შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის გამზირის მთავარი ღირთშესანიშნაობაა, რომელიც რევოლუციამდე მელიქ-აზარიანცს ეკუთვნოდა”.
საინტერესო შედეგი
“მელიქ-აზარიანცის სასტუმრო სახლი ქალაქის ცენტრში, მთავარ გამზირზე მდებარეობს. ის იმდენად მშვენიერია, რომ გულგრილად გვერდს ვერ აუვლი, აღფრთოვანების გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ჩავლა. ამის შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მივიღეთ წერილი, სადაც ვიღაც ნატალია კალანტაროვა წერდა, რომ ის მელიქ-აზარიანცის შვილთაშვილია. მე მას დავუკავშირდი, მინდოდა დარწმუნებულ ვიყავი, რომ მართლაც ასე იყო. ბევრს შეუძლია განაცხადოს, რომ სახელოვანი თბილისელი მოქალაქეების შთამომავალია. ჩვენ ვისაუბრეთ, მან გამომიგზავნა დოკუმენტები, საიდანაც გაირკვა, რომ აზარიანცს ერთი ქალიშვილი კი არ ჰყავდა, რომელიც გარდაიცალა, არამედ ორი. და უმცროსს სოფია ერქვა. მისი შთამომავლობის ხაზს ახლა ნატალია აგრძელებს. ამასთანავე მე ბევრი წვრილმანი შევიტყვე. მაგალითად, ის, რომ როდესაც აზარიანცმა ქალიშვილი გაათხოვა, საქორწინო საჩუქრის სახით ახალდაქორწინებულებს სახლი აჩუქა. ზუსტად ის, რომელიც მაჩაბელის და ლერმონტოვის ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ გისოსებზე პირველი მფლობელების ინიციალები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ერთი სიტყვით, ჩვენ ფაქტიურად ისტორიული გამოძიება ჩავატარეთ. ზუსტად ეს არის “გასეირნება ტიფლისში” პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი მხარე”.
და კიდევ არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ
«შენ სეირნობ ქალაქში, თითოეულ კუთხეს ათვალიერებ და ძალიან საინტერესო ფაქტებს, ისტორებს აწყდები. მერეც, ეს ხომ უბრალოდ ისტორიული ექსკურსები არ არის, აქ ადამიანური ბედისწერები იკვეთება. თუ ვისაუბრებთ კიდევ რამდენიმე ცნობილ სახლზე, მაშ როდესაც რუსთაველის მეტროდან გამოდიხარ და ზემოდ ფილარმონიისკენ იწყებ სვლას, ეს სახლი პირდაპირ თაღზეა განლაგებული. ის რაღაცით ზღაპრულ სახლს ჰგავს. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება აღფრთოვანების გარეშე გვერდი აუარო. სახლი აშენებულია პირველი გილდიის ცნობილი ვაჭრის არამიანცის სახსრებით. მე ვფიქრობ, რომ ამ შეძლებულმა, საინტერესო ადამიანმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაისახა მიზნად რაც შეიძლება მეტი კვალი დაეტოვა. თვითონ განსაჯეთ, სახლი-სასტუმრო რუსთაველზე, სასტუმრო “მაჯესტიკი”- ახლა სასტუმრო “მარრიოტი”, თეატრალური ინსტიტუტის შენობა. ხო მართლაც, თეატრალური ინსტიტუტის გვერდზე მდებარეობს ცნობილი ნაგებობა, რომელიც უკვე სხვა თბილისელი მეცენატის ისაია პიტოევას სახსრებზე არის აშენებული- შ. რუსთაველის სახელობის თეატრი. პიტოევები ცნობილი თეატრალები იყვნენ, და თავდაპირველად მათ მიერ შექმნილი არისტოკრატული საზოგადოების ყველა დადგმა მათ საკუთარ სახლში ქიქოძის ქუჩაზე იმართებოდა”.
მათ რიცხვს შეგვიძლია დავუმატოთ მანთაშევის სახლი გალაკტიონის ქუჩაზე, ცოტა ზემოდ კი ვაჭარი სეილანოვების კერძო სახლი მდებარეობს, რომლებიც თამბაქოს წარმოებით იყვნენ დაკავებულნი. ამ ქუჩაზე ასევე ვაჭარი თამამშევას სახლია. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრია. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ქალაქის ეს ნაწილი ძირითადად შეძლებული ვაჭრებით იყო დასახლებული”.
კიდევ უფრო დაწვრილებით
“ერთი ისტორიიდან მეორეში გადინება არის სწორედ “გასეირნება ტიფლისში”. როგორც კი დაიწყებ ერთ სახლზე ან ოჯახზე წერას, აღმოჩნდება, რომ იგივე ქუჩაზე მათი ნათესავები ცხოვრობენ, ისევე, როგორც მელიქ-აზარიანცის შემთხვევაში. ქალიშვილი სოფია ჰოვანეს კალანტაროვს გაჰყვა ცოლად, რომელიც სერგიევსკის (ახლა მაჩაბელის) ქუჩაზე, ცოტა ზემოდ ცხოვრობდა. ეს სახლი ქალაქის ტურისტულ მარშრუტში ერთ-ერთ ცნობილ სახლად ითვლება. ხოლო ასათიანზე (ყოფილი ბებუტოვსკაია) მოპირდაპირე მხარეს სხვა სახლი მდებარეობს, სადაც ისევ კალანტაროვები ცხოვრობდნენ. მათ პატარა ნიკო ფიროსმანს (ცნობილი ქართველი მხატვარი- რედ.) თავშესაფარი მისცეს და აღზარდეს. მან ეს სახლი დატოვა მას შემდეგ, რაც გარკვეულ ასაკს მიაღწია. და კიდევ საინტერესო დეტალი, ნიკოს შეუყვარდა კალანტაროვების ქალიშვილი ვირჯინია, რომელიც მამულოვს გაყვა ცოლად და მომავალში, ცნობილი ჰოლივუდის რეჟისორი რუბენ მამულოვი გააჩინა. ერთიდან მეორეში ისტორიის დაუსრულებელი გორგალი მიგორავს. და ეს არის მთელი ტიფლისი. როგორც კი გამოქაჩავ ძაფს, იქ იმხელა ისტორიის გორგალი იშლება…”.
რატომ არ იცის ბევრმა ადამიანმა ქალაქის განვითარებაში სომხების შეტანილი წვლილის შესახებ?
“როდესაც იწყებ ამ გორგალის გამოქაჩვას, უფიქრდები, თუ რატომ იციან თბილისელებმა ცოტა რამ სომხური მემკვიდრეობის შესახებ. ამ საკითხში ზოგიერთ პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებს აწყდები. დღეს ქალაქის მოსახლეობის 70% სოფლის მოსახლეობას შეადგენს, და ეს მიგრაცია სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა წლებში- იყო პროვინციების ქალაქებში ნაკადი. მეორე ასპექტი- საბჭოთა კავშირის დაშლა იყო, რის შემდეგაც ძალიან ბერვი საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა, მათ შორის სომხური მოსახლეობა. ადრე სულ სხვა სტატისტიკური მონაცემები იყო. 90-იანების დასაწყისში კონფლიქტებიც იყო, მოსახლეობა ცვლიდა სტრუქტურას, შემადგენლობას. და ის თბილისელები, რომლებმაც ქალაქის ისტორიაზე ბევრი რამ იცოდნენ- ნაკლები დარჩა. ეს სავსებით ბუნერივი პროცესია.
ამ ისტორიაში ძალიან დადებითი მომენტიც არის. თავდაპირველად, როდესაც მე ქალაქის ისტორიაზე დავიწყე წერა, მე მიწევდა ახსნა, ხშირად გაუგებრობასა და აგრესიასაც კი ვხვდებოდი. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი, და ახლა Facebook-ის ქსელში და TV გადაცემებში ქალაქის ისტორიის შემსწავლელ ჯგუფებს ძალიან დიდი რაოდენობით ვხედავ. მე ძალიან მიხარია და მსიამოვნებს ის, რომ ქალაქის ისტორიისადმი ინტერსი უფრო მასშტაბური ხდება, მოდურ მიდინებად იქცევა. შესაძლოა, აღძრულ ინტერესში არის რაღაც კანონზიმიერება. ეს რაღაც მხრივ საერთო ტენდენციაა- ჩვენ ვვითარდებით, ჩვენი სამოქალაქო ცნობიერება იცვლება”.
თბილისი- სიყვარულის ტერიტორია
“მე მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი მის ადგილას არის, ის აუცილებლად მოყვება საინტერესო ისტორიას, დაფარვის გარეშე, ვინ დგას კონკრეტული შენობის უკან, ვისი ისტორია და განცხდები იმალება. ადგილობრივი გიდები, ვიცნობ ასეთებს, ისეთი “მუღამით” აკეთებენ ამას, აქ შეიძლება უბრალოდ ამ სიტყვის გამოყენება,რადგან ხვდები, რომ ამ ადამიანის სისხლში ქალაქისადმი სიყვარული ჩქეფს. შეიძლება ისწავლო ქალაქის ისტორია, ტურისტების მოზიდვა, რეკლამა, საკუთარი ტურისტული პროდუქტის პიარი, მაგრამ შეუძლებელია ისწავლო სიყვარული. ხოლო თბილისი- სიყვარულის ტერიტორიაა.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც მუდამ მოტივაციას გაძლევს, შთაგაგონებს და შენს სამუშაოს აზრიანს ხდის- ეს მკითხველის უკუკავშირია. მე ვფიქრობ, რომ ეს სოციალური ქსელების მთავარი თავისებურებაა. ისინი, რა თქმა უნდა, შენში დამოკიდებულებას იწვევენ, მაგრამ ასევე გეხმარებიან გაიგო, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ, და ის რითაც ხარ დაკავებული, შენ გარდა, სხვასაც აინტერესებს. “გასეირნება ტიფლისში” ციკლიდან ისტორიების წიგნად შეკრების იდეა სწორედ ასე დაიბადა იდეა “.