საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავრობის მიერ შექმნილ, სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge- ზეა გამოქვეყნებული.
საიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 999 შემთხვევაა დადასტურებული. კიდევ 13 პაციენტი განიკურნა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 857-ს შეადგენს.
გარდა ამისა, 31 ადამიანი საქართველოში სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოიყვანეს.
ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი – 219.