6-დან 12 ივლისის ჩათვლით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში სარქის აკოპიანის, არმენ აკოპიანისა და ხორიკ პოღოსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის მემორიალური ტურნირი შედგა. პირველი ადგილი სოფელ არაგვას გუნდმა დაიკავა.

ხანდოს ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობა ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების 42 სოფლის გუნდებმა მიიღეს.

1

ფეხბურთის ტურნირი სოფელ ხანდოს ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ორგანიზებაში ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს სოფლის მკვიდრებმა, რომელბიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ.

2

პირველი დამსახურებული ადგილი სოფელ არაგვას გუნდმა დაიკავა. მეორე ადგილი სოფელ პატარა გონდურის გუნდმა აიღო. მესამე ადგილი სოფელ ბალხოს გუნდმა დაიმსახურა.

3

ტურნირის დასრულების შემდეგ გუნდებს საპრიზო თასები გადაეცათ, ყველა მონაწილე მედლებით დაჯილდოვდა. გამარჯვებულებმა და პრიზიორებმა ფულადი ჯილდო მიიღეს: პირველი ადგილი- 500 დოლარი, მეორე ადგილი- 300 დოლარი, მესამე ადგილი- 200 დოლარი.

4

ფეხბურთელების საგულშემატკივროდ, როგორც სოფელ ხანდოს, ასევე მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებიც მოვიდნენ.