ორშაბათიდან – 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიების აკრძალვა მოიხსენება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორშაბათიდან – 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიების აკრძალვა მოიხსენება. ვფიქრობ ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო აქტუალური ხდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვთ და ტარდება ღია ცის ქვეშ იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენის ჩასატარებლად და რა თქმა, უნდა ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ და მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ გამოფენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთის, საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე დასაშვები გახდა ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.