ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აუქციონზე, სადაც «100 საინვესტიციო შემოთავაზება ბიზნესისთვის» სახელმწიფო პროგრამით გამოტანილი იყო 11 ობიექტი, გაიყიდა მხოლოდ ორი.
2019 წლის ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიტანა აუქციონზე. ობიექტების უმრავლესობა არ გაიყიდა. სახელმწიფო ობიექტები აუქციონზე ხელმეორედ იყო გამოტანილი. ახალქალაქში თავდაპირველად 8, ხოლო ხელმეორედ 11 ობიექტი და მიწის ნაკვეთი იყო გამოტანილი. ერთი ობიექტი ქირავდებოდა, ერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იყო, ხოლო დანარჩენი 9 იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
აუქციონების უმეტესობას ვადა 8 იანვარს ამოეწურა, ზოგიერთს კი 2020 წლის 3 იანვარს. https://www.eauction.ge/ საიტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ობიექტების 8 აუქციონი ვერ შედგა.
სახელმწიფო ობიექტები, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან აუქციონზე გატანისას გაიყიდა:
1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ხოსპიოში 19 963კვ.მ. საწყისი თანხა 200 000 ლარს შეადგენდა, მიწა გაიყიდა 201 000 ლარად. აუქციონზე მონაწილეობა მხოლოდ ერთ ადამიანმა მიიღო.
2.სოფელ კულიკამში გაიყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა «ერკარ არდერ». ნაკვეთი 2250 ლარში გაიყიდა. საწყისი თანხა 450 ლარს შეადგენდა. აუქციონზე 2 მონაწილე იყო.
სახელმწიფო ობიექტები, რომლებიც აუქციონზე იყო გატანილი და არ გაიყიდა:
სოფელი ლომატურცხი- მიწის ნაკვეთი ფართობით 10 472კვ.მ. აუქციონის ძველი საწყისი ფასი იყო 59 500 ლარი, ახალი ფასი- 60 000 ლარი;
სოფელი არაგვა- მიწის ნაკვეთი ფართობით 122 618კვ.მ. აუქციონის ძველი საწყისი ფასი- 409 500 ლარი, ახალი ფასი- 410 000 ლარი;
ახალქალაქი- მიწის ნაკვეთი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ფართობი 10 380კვ.მ. აუქციონის საწყისი ფასი- 280 000 ლარი, ძველი საწყისი ფასი იყო 275 920 ლარი;
სოფელი ვაჩიანი- მიწის ნაკვეთი 2 შენობასთან ერთად, ფართობი 15 905კვ.მ. აუქციონის ძველი პირველადი ფასი- 57 800 ლარი, ახალი ფასი- 58 000 ლარი;
სოფელი გოგაშენი- მიწის ნაკვეთი, ფართობით 25 056კვ.მ. აუქციონის საწყისი ფასი- 62 640 ლარი, ახალი ფასი- 63 000 ლარი;
სოფელი აფნია- მიწის ნაკვეთი, ფართობით 29 110კვ.მ. აუქციონის ძველი საწყისი ფასი- 87 330 ლარი, ახალი ფასი- 88 000 ლარი;
სოფელი კარწახი- სასტუმრო კომპლექსი, ფართობით 127 558კვ.მ. აუქციონის ძველი საწყისი ფასი- 355 800 ლარი, ახალი ფასი- 356 000 ლარი;
სოფელი კარწახი- მიწის ნაკვეთი, ფართობით 93 040კვ.მ. აუქციონის ძველი საწყისი ფასი- 372 160 ლარი, ახალი ფასი- 373 000 ლარი;
სოფელ პტენაში ქირავდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ფართობი 4422კვ.მ. საწყისი ფასი 266 ლარს შეადგენს.