ალგეთის ეროვნულ პარკში “დაშბაშის კანიონზე” ხიდის შენების სამუშაობებეი არ გაჩერებულა, რაც დიდ სატურისტო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. მიუხედავად პანდემიისა საინფრასტრუქტურო სამუშაოები არ შეჩერებულა.

პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. ალგეთის ეროვნულ პარკში „დაშბაშის კანიონზე“ 83ჰა მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

dashbash

“დაშბაშის ჩანჩქერი” ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. „დაშბაშის კანიონზე“ უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით და ვიზიტორთა ცენტრით.

„დაშბაშის კანიონის“ ფართობი 669 ჰექტარია და ევროპის ყველაზე დიდ კანიონებს შორისაა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

პროექტი ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები.