უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines კიევიდან, ზაპოროჟიედან, ლვოვიდან, ოდესადან და ხარკოვიდან რეისებს განახორციელებს საქართველოს დედაქალაქ თბილისში და ქალაქ ბათუმში, – იტყობინება გადაზიდვების პრესსამსახური.
კერძოდ, ავიაკომპანია კიევიდან თბილისში რეისებს 1-ლი მარტიდან განაახლებს. რეისები განხორციელდება სამშაბათობით, ხუთშაბათობით და კვირაობით.
«მარტის ბოლოდან კვირაში დაახლოებით 7 რეისი იგეგმება. 29 მაისიდან შესაძლოა 10 რეისებიც განხორციელდეს, რადგან ყოველ სამშაბათს, პარასკევს და შაბათს რეისები დღეში ორჯერ განხორციელდება»,- ნათქვამია შეტყობინებაში.
ავიაკომპანია კიევიდან ბათუმში რეისებს 4 აპრილიდან განაახლებს. რეისები განხორციელდება ხუთშაბათობით და კვირაობით. აღინიშნება, რომ რეისების რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულში გადამზიდი რეისებს ყოველდღიურად განახორციელებს.
ზაპოროჟიედან ბათუმში რეისები 28 მაისიდან განხორციელდება სამშაბათობით, პარასკევობით და კვირაობით.
ლვოვიდან თბილისში რეისები – 28 აპრილიდან ოთხშაბათობით და შაბათობით, ლვოვიდან ბათუმში – 29 აპრილიდან ხუთშაბათობით და კვირაობით, ხოლო 1-ლი ივნისიდან კვირაში ოთხჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას.
ოდესადან თბილისში – 28 აპრილიდან ორშაბათობით და პარასკევობით, ოდესადან ბათუმში – 29 აპრილიდან ხუთშაბათობით და კვირაობით, ხოლო 27 მაისიდან კვირაში ოთხჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.
ხარკოვიდან თბილისში რეისები – 27 აპრილიდან სამშაბათობით და პარასკევობით, ხარკოვიდან ბათუმში – 28 აპრილიდან, ოთხშაბათობით და შაბათობით, ხოლო 28 მაისიდან – ორშაბათობით და პარასკევობითაც.
წყარო: Bizzone