საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე – stopcov.ge გამოქვეყნდა.
საიტის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის Covid – 19-ით ინფიცირების 973 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი და განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 846 ადამიანი შეადგინა.
ამასთანავე გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდნენ. ამ დრიოსთვის მათი რიცხვი 31-ს შეადგენს.
კორონავირუსისგან ქვეყანაში 15 პაციენტი დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარული დაკვირვების ქვეშ – 231.