საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე, Stop.gov.ge -ზე დღეს გამოქვეყნდა.
საიტის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 968 შემთხვევა ფიქსირდება. კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და შეადგინა 844 ადამიანი.
იმავდროულად საქართველოს 3 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდა.
კორონავირუსის გამო ქვეყანაში 15 პაციენტი დაიღუპა.
4425 მოქალაქე კარანტინში იმყოფება, ხოლო 222 – სტაციონარული დაკვირვების ქვეშ.