2020 წლის ივლისიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებულ 3 811 პენსიონერს ექნება საპენსიო დანამატი.
30 ლარი ასევე ემატება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც სარგებლობენ პირველი ჯგუფის სოციალური პაკეტით და 18 წლამდე შშმ პირებს.
Sknews-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად სამცხე- ჯავახეთში 70 წელს გადაცილებული 11 232 პენსიონერია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 წლის ინლისიდან 3 811 პენსიონერს 30 ლარით გაეზრდებათ პენსია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ასეთი 1 776 პენსიონერია, ადიგენის მუნიციპალიტეტში- 1 452, ასპინძის მუნიციპალიტეტში- 1 089, ახალციხის მუნიციპალიტეტში-2 068, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტში-1 036.
2019 წლის დასასრულს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის თანახმად 2020 წლის 1 იანვრიდან პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს 20 ლარი დაემატა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პირველი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი საპენსიო დანამატი
30 223 პენსიონერმა მიიღო.