საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და I ჯგუფის შშმ პირების პენსიები 30 ლარით გაიზრდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 583 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

ახალქალაქის რაიონში 225 ადამიანი I ჯგუფის შშმ პირია, რომლებიც 300 ლარის ოდენობის პენსიას ღებულობენ, ახალი პროექტის შემოღებამდე ისინი 264 ლარს ღებულობდნენ. ამას გარდა, II ჯგუფის შშმ პირი ახალქალაქში 288 არის, რომლებიც 168 ლარს ღებულობენ, და 70 ადამიანი III ჯგუფის შშმ პირია, რომლებიც 100 ლარს ღებულობენ.

ახალქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 80 ბავშვია, რომელიც 300 ლარს ღებულობს.