კარატის საერთაშორისო ონლაინ შეჯიბრებში (World Cup Online Kata) ახალქალაქის სპორტსკოლიდან სამი სპორტსმენი მონაწილეობდა, ყველა მათგანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
КАТА ვერსიის ონლაინ-ტურნირში 30 ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის სამი სპრტსმენი ახალქალაქიდან.
სპორტსმენების რეგისტრაცია MYUVENTEX სპორტულ პორტალზე 1-დან 28 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
შეჯიბრი ორგანიზებული იყო შიხანი კახა ბასილიას ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია W.S.F.-ს (მსოფლიოს შოტოკანის ფედერაცია) და MYUVENTEX სპორტული პორტალის მიერ.
აღნიშნულ შეჯიბრებში ახალქალაქის სპორტული სკოლიდან ტრენერის რაფაელ დარბინიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო სამმა სპორტსმენმა, რომელთაგან ერთმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო ორი პირველ ხუთეულში შევიდა.
აქსანნა ავეტიანი (გოგონები) 16-34 წელი დაიკავა მე-2 ადგილი.
არტიომ ავაქიანი (ვაჟები) 16-34 წელი დაიკავა მე-5 ადგილი.
კიმა ნორსოიანი (გოგონები) 14-15 წელი დაიკავა მე-5 ადგილი.