კორონა ვირუსის შემთხვევებმა სომხეთში 535-ით იმატა. ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი იუწყება. სულ კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში 29820 შეადგენს.
ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად 8 ივლისს, 11:00 საათის მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 520 შეადგინა და ჯამში 17427 გახდა.
როგორც სომხეთის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი იუწყება, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონა ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვმა 521 მიაღწია.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად 164 პაციენტი სხვა დაავადებებით გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფაქტობრივ მკურნალობას სომხეთში 11708 პაციენტი გადის, ხოლო ტესტების ჩატარების ჯამური რაოდენობა 127171 (ბოლო დღე-ღამეში 2083) გახდა.