შობადობის მაჩვენებელი ახალქალაქის რაიონში წელს გაზრდილია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფეხმძიმე ქალების რაოდენობაც გაიზარდა. თუკი 2019 წლის პირველ ექვს თვეში ორსული ქალების რაოდენობა 439-ს შეადგენდა, წელს მათი რაოდნეობა 32-ით გაიზარდა და 471-ს შეადგენს.
2020 წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით ახალქალაქის რაიონში 152 ბავშვი დაიბადა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ით მეტია.
2019 წელს 13 ბავშვი საკეისრო კვეთის გზით დაიბადა, 2020 წელს კი ამ გზით 7 ბავშვია დაბადებული.
2020 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ან მუცლის მოშლის 115 შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ხოლო 2019 წელს ასეთი 174 შემთხვევა ფიქსირდება.
2019 წელს 4 ბავშვი დაიბადა მკვდარი, ხოლო 2020 წელს 2.