საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ამ დროისთვის საქართველოში საქართველოში დადასტურებულია Covid – 19-ით ინფიცირების 958 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი და განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 838 ადამიანი შეადგინა.
კორონავირუსისგან ქვეყანაში 15 პაციენტი დაიღუპა.