საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – stopcov.ge ახლახანს გამოქვეყნდა.
საიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 943 დადასტურებული შემთხვევაა. ამათგან გამოჯანმრთელდა 821.
ამასთანავე, საქართველოს სამი მოქალაქე საზღვარგარეთიდან შემოვიდა.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინში 3080 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური ზედამხედველობის ქვეშ – 24.