ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის დანახარჯი 300 000 ლარით შემცირდა, ხოლო ორმოების შეკეთების სამუშაოებზე დაზოგილი 119 570 ლარი სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე განაწილდა.

გუშინ, 30 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის შემოსავლის სახით, სულ სამ თვეში, არ დარიცხულა დღგ-ს 119 000 ლარი, საბანკო პროცენტებიდან 23 000 ლარი, სათამაშო ბიზნესიდან 150 000 ლარი და ახალქალაქის სერვისცენტრიდან 8000 ლარი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის დანახარჯებიდან საკრებულომ აღნიშნული 300 000 ლარი გამორიცხა.

ორმოების შეკეთების სამუშაოებზე დაზოგილი 119 570 ლარი მერიამ შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაეობზე გაანაწილა.

. 42 920 ლარი თავისუფლების ქუჩაზე 58,6მ მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის.
. 36 301 ლარი სოფელ ხანდოს საბავშვო ბაღში საპირფარეშოს აშენებისათვის.
. 11 882 ლარი სოფელ კიროვაკანში მინი-მოედნის მშენებლობისათვის.
. 3114 ლარი სოფელ მოდეგამში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციოდ.
. 25 353 ლარი სოფელ მურჯახეთში მინი-მოედნის მშენებლობისათვის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ზემოაღნიშნული სამუშაოები დაამტკიცეს.

ვინაიდან ადგილობრივმა მმართველობამ მთავრობისაგან ბრძანება მიიღო კორონავირუსთან დაკავშირებული შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე წლის ბოლომდე თანამშრომლებს პრემიები არ დაურიცხოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 166 000 ლარი გამოირიცხა: მერიის ბიუჯეტიდან- 120 000 ლარი, რომელიც მერიის თანამშრომლებისთვის იყო გათვალისწინებული, საკრებულოს ბიუჯეტიდან- 40 ათასი ლარი, ასევე 6 600 ლარი მუნიციპალიტეტის სამხედრო სამხურების ბიუჯეტიდან.

მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბანაკი «ტავშანკა» გააუქმა, ამიტომ 40 000 ლარი არ დაიხარჯა, სპორტული საცურაო აუზის დანახარჯებიდან 25 000 ლარი გამოაკლო, 13 000 ლარი- სპორტ სკოლიდან და 55 4000 ლარი- საბავშვო ბაღებიდან იქნა გამოკლებული.

დეპუტატები გუშინ ასევე შეთანხმდნენ, რომ სოფლებში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების 7 თვის 377 720 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ბიუჯეტის სახელფასო მუხლიდან შტატგარეშეზე (სახელმშეკრულებო) მუხლზე გადარიცხონ.